ძვირფასო სტუმრებო მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი კომპანიის საიტზე!

  •  
    • თუ გსურთ თქვენი შვებულება თუ არდადაგები ნაყოფიერად გაატაროთ და დაისვენოთ, მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და გაეცნოთ უძველესი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქვეყანას, კომპანია "Paradisetravel"გირჩევთ ესტუმროთ საქართველოს, მსოფლიოს ერთ- ერთ ულამაზეს და საინტერესო ქვეყანას, რომელიც თავისი არსებობის სამიათას წლიან ისტორიას ითვლის. } } მშვიდი დასვენების, მოგზაურობისა და მშფოთვარე თავგადასავლების მოყვრულთ ბევრ საინტერესო სურპრიზს გპირდებით. კომპანია "Paradisetravel"გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს. ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს, ექსკურსიებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. კომპანია "Paradisetravel"გთავაზობთ კულტურულ, სათავგადასავლო, ექსტრემალურ, საოჯახო და ახალგაზრდულ ტურებს, ლაშქრობებს, დასვენებას ზღვაზე, სამთო-სათხილამურო კურორტებსა და სანატორიუმებში. მოგზაურობისას დაათვალიერებთ: უნიკალურ ბუნებას, არქიტექტურულ შედევრებს, გექნებათ საშუალება, გაისეირნოთ ცხენით, ნავით, ტივით; გაეცნობით ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ადათ-წესებს, ტრადიციებს, ფოლკლორს, ნაციონალურ კერძებსა და სასმელებს. სურვილისამებრ ღამეს გაათევთ როგორც მაღალი კლასის, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროებში, კარავში, სამონადირეო ქოხში და კოცონთან. გპირდებით, ჩვენთან ერთად გატარებული თითოეული დღე ხალისიანი, დაუვიწყარი, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე იქნება თქვენთვის.